ლუსი
"ლუსი" არის მისტიკური და ფსიქოლოგიური სამეცნიერო ფანტასტიკის რომანი შინაგან კრიზისზე, იმედის დაბრუნებაზე და იმ უცხო ძალებზე, რომლებიც ადამიანის მეხსიეერებასა და იდენტობას უხილავ საიდუმლოებებთან აკავშირებს.
შინაგანი დაძაბულობუსა და ღრმა სულიერი კრიზისის შემდეგ დანიელს იმედი სუსტი სხივი ესახება, როდესაც მის გზაზე მშვენიერი უცნობი ქალი ჩნდება.თუმცა სიმშვიდის ნაცვლად, მისი გამოჩენა კიდევ უფრო მეტ გაუგებრობასა და ფორიაქს იწვევს.
ერთი მხრივ, დანიელს გაურკვევლობა აწუხებს; მეორე მხრივ კი, მის გარშემო დატრიალებული უცნაური მოვლენები პასუხებს ითხოვს და კიდევ უფრო ამძაფრებს ემოციურ მდგომარეობას. თავისდაუნებურად იგი იდუმალი მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდება, რომელთა ამოხსნაც მოსთვის არც ისე ადვილი იქნება.