მინიმალისტური ლოგო მცირე ბიზნესისთვის
ლოგოს დიზაინის სერვისი მცირე ბიზნესებისთვის
თუ გჭირდება ლოგო, რომელიც არამხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველია,არამედ შენი ბიზნესის იდეას სწორად გადმოსცემს - ეს სერვისი შენთვისაა.
ვქმნი მინიმალისტურ,ესთეტიურ,თანამედროვე და მიზანმიმართულ ვიზუალურ იდენტობას მცირე ბიზნესებისთვის. მე არ ვარ სააგენტო - ვმუშაობ ინდივიდუალურად, ყურადღებით და სტრატეგიულად.
რას მიიღებ:
✔ პერსონალურ ლოგოს დიზაინს
✔ დეტალურ კითხვარს, რომელიც დამეხმარება ზუსტად გავიგო შენი ბრენდი
✔ ფერების და ვიზუალური მიმართულების შერჩევაში დახმარებას
✔ თუ ჯერ არ გაქვს განსაზღვრული სამიზნე აუდიტორია ან ბრენდის ფერები - დაგეხმარები გარკვევაში
✔ კომუნიკაციას და შეთანხმებას პროცესის განმავლობაში
✔ 5 სამუშაო დღეში დასრულებულ ლოგოს
პროცესი:
- სერვისის შეძენა
- კითხვარის შევსება
- დეტალების შეთანხმება
- ლოგოს შექმნა და მიწოდება
მუშაობის დროს შევთანხმდებით სტილზე, ფერებზე და საერთო მიმართულებაზე, რათა საბოლოო შედეგი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს შენს მიზნებს.
ეს სერვისი იდეალურია:
- დამწყები ბიზნესებისთვის
- Instagram ბრენდებისთვის
- მცირე მეწარმეებისთვის
- პირადი ბრენდებისთვის
თუ გინდა მინიმალისტური და თანამედროვე ლოგო, რომელიც შენი ბიზნესის ზრდას შეუწყობს ხელს - სიამოვნებით ვიმუშავებ შენთან.
Refund Policy
სერვისი არის ციფრული და პერსონალიზებული მომსახურება.
✔ თანხის სრული დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი გააუქმებს შეკვეთას დიზაინის პროცესის დაწყებამდე.
✔ დიზაინის პროცესის დაწყების შემდეგ თანხა აღარ ბრუნდება, რადგან შესრულებული სამუშაო არის დროისა და კრეატიული რესურსის შედეგი.
✔ სერვისი მოიცავს 1 ძირითად ლოგოს კონცეფციას და 2 რედაქტირების რაუნდს. დამატებითი ცვლილებები ფასიანია.
შეკვეთის გაფორმებით კლიენტი ეთანხმება ამ პირობებს.